ქართული კალიგრაფიის სახელმძღვანელო (საფუძვლები)

ისწავლეთ კალიგრაფია 100 გვერდიანი წიგნით

კალიგრაფია დამწყებთათვის – როგორ გვქონდეს ლამაზი ხელწერა?

100 გვერდიანი წიგნი შეიცავს პრაქტიკულ სავარჯიშოებს, რომ გაწვრთნათ ხელი და სწრაფად წეროთ ლამაზი ასოები, სიტყვები და წინადადებები. შემდეგ კი, ვაზის ორნამენტებით დაამშვენოთ თქვენი ხელნაწერები.

კალიგრაფიის სახელმძღვანელო დაგეხმარებათ უკეთ აღიქვათ ქართული ანბანი, ასოების პროპორციები, წერის მიმართულება და მათი გადაბმის ფორმები, ახლოს გაიცნოთ თანამედროვე ქართული კალიგრაფია და დახვეწოთ ხელწერა.

ქართული კალიგრაფიის სახელმძღვანელოს პირველი ინგლისურენოვანი გამოცემა: Georgian Calligraphy Workbook – The Basics, 2022 წლის ივნისის თვიდან გაყიდვაშია ამაზონის საბაზრო ქსელის ქვეყნებში. წიგნი განკუთვნილია საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის და ქართული დამწერლობის შესწავლით დაინტერესებული უცხოელი კალიგრაფებისთვის.

ქართულენოვანი ვერსია 2023 წლის იანვრის თვიდან იბეჭდება ადგილობრივად, დამკვეთის მოთხოვნით.

წიგნის აღწერა

შესავალი ნაწილი:

ქართული დამწერლობის მოკლე აღწერა და თანამედროვე კალიგრაფია.

მხედრული ანბანის ასოების პროპორციები და ოთხხაზოვან სტრიქონში განლაგება.

კალიგრაფიის სავარჯიშოები:

შეისწავლეთ ასო-ნიშნების წერის მიმართულება.

ივარჯიშეთ ხელწერაში ცალკეული, მკრთალი ასოების და სრული სიტყვების გაწერა-გამუქებით. იქვე, ცარიელ ხაზებზე დამოუკიდებლად წერეთ ასოებიც და სიტყვებიც. ისევე როგორც თავდაპირველ, ინგლისურენოვან გამოცემაში, ამ რედაქციაშიც ქართულ სიტყვებს ახლავს ინგლისური თარგმანი.

მხედრული ანბანის ბევრი ასოს გადაბმაა შესაძლებელი, რაც წერის სისწრაფეს საგრძნობლად ზრდის და ხელნაწერსაც სილამაზეს მატებს. კალიგრაფია წიგნების სწრაფად შექმნის მოთხოვნიდან გამომდინარე ვითარდებოდა და თქვენ აუცილებლად უნდა დაეუფლოთ ასოთა გადაბმით სწრაფად წერის ტექნიკას.

დიდი ზომის ასო-ნიშნებს, რომლებშიც ხაზები, მრუდები, ან წრეებია ჩახატული, ჯერ შავი ფანქრით გაუმუქეთ კონტურები, შემდეგ კი ფერადი ფანქრებით შეუვსეთ შიდა, თეთრი ფონები. ეს სავარჯიშო მხოლოდ გასართობი არ არის, არამედ ბავშვებსაც და უფროსებსაც სრულყოფილი შტრიხების გავლებაში დაეხმარება. მომავალ კალიგრაფს კი, ასეთი პრაქტიკა დეკორატიული საზედაო ასოების ხატვისას გამოადგება.

დასკვნითი სავარჯიშოები:

ყურადღებით წაიკითხეთ დაბეჭდილი წინადადებები და გადაწერეთ ტექსტები თქვენი კალიგრაფიით. მარტივი წინადადებები მოგითხრობთ საქართველოსა და მის მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებზე.

გააფორმეთ თქვენი ხელნაწერები ვაზის ორნამენტების მკრთალი კონტურების გაწერა-გამუქებით.

როგორც საგამოცდო დავალება ამ სახელმძღვანელოს ბოლოს, გადაწერეთ დიდი ქართველი მწერლების სტროფები ლამაზი ხელწერით და შექმენით საკუთარი კალიგრაფიული შედევრები.

Georgian Calligraphy Workbook (Georgian edition)- by Levan Chaganava

საქართველოს ფარგლებში, ადგილზე მოწოდებით, შეგიძლიათ დაგვიკვეთოთ წიგნის როგორც ქართულენოვანი, ისე ინგლისურენოვანი გამოცემა.

ყდა: რბილი.
100 გვერდი.
ზომა: A4 ‎(21 × 29 სმ)

საქართველოს ფარგლებს გარეთ, ამაზონის საერთაშორისო ქსელში შესაძენად, ხელმისაწვდომია წიგნის მხოლოდ ინგლისურენოვანი გამოცემა.

იხილეთ წიგნი ამაზონზე შესაძენად
ვიდეო
Georgian Calligraphy Workbook – The Basics (Video presentation of the book)

ინგლისურენოვანი გამოცემა ხელმისაწვდომია ამაზონზე

სამუშაო გვერდები
© 2024 Levan Chaganava. All rights reserved.