მოხუცის ნათქვამი – ვაჟა-ფშაველას პოემა

2011 წელს შექმნილი ხელნაწერი წიგნი

ვაჟა-ფშაველას პოემის, „მოხუცის ნათქვამის“ თანამედროვე მოხატული ხელნაწერი კლასიკური ქართული კალიგრაფიით, შექმნილი ლევან ჩაგანავას მიერ 2011 წელს.

11 გვერდი

ზომა: 21 × 29.7 სმ

მასალები: მელანი, ტემპერა

თხზულების შესახებ: ვაჟა-ფშაველას „მოხუცის ნათქვამი“

1883 წელს დაწერილი პოემა „მოხუცის ნათქვამი“ (გამოქვეყნდა 1886 წელს გაზეთ „ივერიაში“) ვაჟა-ფშაველას შემოქმედების ერთ-ერთი პირველი დიდი გამარჯვებაა — იაკობ მანსვეტაშვილის მოგონებებით, სწორედ ამ პოემის წაკითხვისას თქვა ილია ჭავჭავაძემ: „ჩვენ, ძველებმა ახლა კალამი უნდა ძირს დავსდვათ! გზა ვაჟას უნდა დავუთმოთო!“ პოემა აგებულია მოხუცი მთიელი მეომრის მონოლოგად, რომელიც სინანულით იხსენებს 1795 წლის კრწანისის ბრძოლასა და მეფე ერეკლე II-ის დროინდელ გმირულ სულისკვეთებას, როცა მთიელები სამშობლოს დასაცავად გაეშურნენ, და ამ წარსულს ახალი დროის გულგრილობას უპირისპირებს.

ექსკლუზიური ხელნაკეთი წიგნები სურათის ჩარჩოებში

მოხატული ხელნაწერების დაბეჭდილი და ხელით აკინძული ეგზემპლარები. თითოეული წიგნის ყდის ორიგინალი მხატვრობა შექმნა ხატმწერმა ლაშა კინწურაშვილმა.

შესაკვეთად დაგვიკავშირდით. წიგნების გაგზავნა ჩარჩოს გარეშე საზღვარგარეთაც შესაძლებელია.