მართლმადიდებლური ლოცვები – 3 ტომი

2010 წელს შექმნილი ხელნაწერი წიგნები

მართლმადიდებლური ლოცვების სამი თანამედროვე მოხატული ხელნაწერი წიგნი კლასიკური ქართული კალიგრაფიით, შექმნილი ლევან ჩაგანავას მიერ 2010 წელს, ხატმწერ ქეთევან ქავაზაურის მონაწილეობით.

სამივე ტომი ერთიანი ზომის ნამდვილი ხის ყდებითაა შეკრული და შესრულებულია ღია კოპტური აკინძვით, სადაც ყუა გახსნილია და აკინძვის ძაფები ჩანს. ხის ყდებზე ხელით არის დახატული ადრექრისტიანული სიმბოლოები — ორ-ორი თევზი და მათ შორის ტომების რომაული ნომრები.

ტომი I – შვიდგზის ლოცვები

ტომი II – ყოველდღიური ლოცვები

ტომი III – აღსარებისა და ზიარების ლოცვები

სულ 340 გვერდი

ზომა: 10 × 15 სმ

მასალები: მელანი, ტემპერა

აკინძვა: კოპტური აკინძვა, 10 მმ სისქის ხის ყდები