ქართული ანბანის სახელმძღვანელო (დამწყებთათვის)
წიგნი ლამაზი ასოების წერის სავარჯიშოებით
წიგნი ხელმისაწვდომია ამაზონზე
ენა: ინგლისური.
ყდა: რბილი.
100 გვერდი.
ზომა: 8,5 × 11 დიუმი (21,6 × 27,9 სმ).
ჩამოტვირთეთ ამოსაბეჭდი PDF სამუშაო ფურცლების შემოკლებული და ადაპტირებული ვერსია.
გაიგეთ მეტიჩამოტვირთეთ ქართული ანბანის შესამოხაზი და გასაფერადებელი გვერდები ამოსაბეჭდი PDF-ის სახით.
გაიგეთ მეტიპროფესიონალი კალიგრაფის, ლევან ჩაგანავას მიერ შექმნილი ეს წიგნი მსოფლიოში პირველი ინგლისურენოვანი უნიკალური გამოცემაა, რომელიც ქართული ანბანის ასოების სწორი პროპორციებით წერის შესწავლას ეძღვნება.
ამ სავარჯიშო რვეულის დახმარებით შეძლებთ შეისწავლოთ ქართული ანბანი და ივარჯიშოთ წერაში სხვადასხვა ზომის ქართული ასოებისა და მთლიანი სიტყვების შემოხაზვით.
აქ იხილავთ ქართული ანბანის 33-ვე ასოსა და 150-ზე მეტ სიტყვას, რომელთა შემოხაზვა, გამოწერა და ყვავილოვანი ორნამენტებით გაფერადება შეგიძლიათ.
ინგლისურ თარგმანთან ერთად 150-ზე მეტი ქართული სიტყვის შემოხაზვით, გაფერადებითა და დამახსოვრებით, ასევე გაიუმჯობესებთ ქართული ენის ცოდნას.
თითოეულ ასოს ახლავს სიტყვები, რომლებიც ამ ასოთი იწყება და მას შეიცავს. ეს აადვილებს ასოს მოხაზულობისა და ბგერითი ასოციაციის აღქმას, აუმჯობესებს მართლწერას და ამდიდრებს ქართული ენის ლექსიკურ მარაგს.
მშობლებსა და მასწავლებლებს შეუძლიათ გამოიყენონ ეს წიგნი, როგორც სახალისო აქტივობა და სასწავლო რესურსი: განიხილონ თითოეული ასო და სიტყვა ბავშვებთან ან მოსწავლეებთან ერთად, რაც მათ ასოების ამოცნობის, წერის უნარებისა და სიტყვების სწორად გამოთქმაში დაეხმარება.
დიდ ასოებსა და სიტყვებზე დატანილი ყვავილოვანი ორნამენტების გაფერადებისას შესაძლებელია ყვავილებისა და ფოთლების შესაბამის ფერებზე საუბარიც, რაც ბავშვებს ასოციაციური აზროვნების, წარმოსახვისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაში დაეხმარება.
საწყისი პრაქტიკა:
დაიმახსოვრეთ ქართული ანბანის 33 ასო ლათინური ტრანსლიტერაციით.
დაიმახსოვრეთ ბადეში ასოების განლაგება.
მოხაზეთ დიდი ასოების ნაცრისფერი წყვეტილი ხაზები და შეისწავლეთ წერის მიმართულება.
მოხაზეთ ჩვეულებრივი ზომის ასოები და დაწერეთ ისინი ცარიელ ბადეზე.
ძირითადი სავარჯიშოები:
გააფერადეთ ასოები და მთლიანი სიტყვები ფერადი ფანქრებით.
შემოხაზეთ სხვადასხვა ზომის სიტყვები და ჩაწერეთ ისინი ცარიელ ბადეში.
დასკვნითი სავარჯიშოები:
ივარჯიშეთ ხელწერაში სიტყვების მოხაზვითა და მათი ბადის გარეშე გამოწერით, მხოლოდ ოთხი ჰორიზონტალური ხაზის გამოყენებითა და ასოების ერთმანეთთან მჭიდროდ განლაგებით.
