2022 წლის გამოცემა

ქართული კალიგრაფიის სახელმძღვანელო - საფუძვლები

Georgian Calligraphy Workbook – The Basics, წარმოადგენს ქართული კალიგრაფიის სახელმძღვანელოს პირველ ინგლისურენოვან გამოცემას, შექმნილს პროფესიონალი კალიგრაფის, საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირის დამფუძნებლის, ლევან ჩაგანავას მიერ და 2022 წლის ივნისის თვიდან გაყიდვაშია ამაზონის საბაზრო ქსელის ყველა ქვეყანაში. წიგნი განკუთვნილია საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის და ქართული დამწერლობის შესწავლით დაინტერესებული უცხოელი კალიგრაფებისთვის.

ქართულენოვანი ვერსია 2023 წლის იანვრის თვიდან იბეჭდება ადგილობრივად, დამკვეთის მოთხოვნით. ზომა: A4 ‎(21 × 29 სმ), 100 გვერდი.

ეს წიგნი დაგეხმარებათ გაეცნოთ კალიგრაფიის ხელოვნების საფუძვლებს, წეროთ ლამაზად და დაამშვენოთ თქვენი ხელნაწერები ქართული ორნამენტებით.

საქართველოს ფარგლებში, ადგილზე მიწოდებით, შეგიძლიათ დაუკვეთოთ წიგნის როგორც ქართული, ისე ინგლისური ვერსია.

შეავსეთ შეკვეთის ფორმა

ან შეუკვეთეთ პირადად (იხ. კონტაქტები საიტის თავში).

საქართველოს ფარგლებს გარეთ, ამაზონის საბაზრო ქსელის ქვეყნებში შესაძენად, ხელმისაწვდომია წიგნის მხოლოდ ინგლისურენოვანი გამოცემა.

იხილეთ წიგნი ამაზონზე შესაძენად
წიგნის ფოტოები და აღწერა

თეორიული ნაწილი:

ქართული დამწერლობის მოკლე აღწერა.

მხედრული ანბანის ასოების აგებულება და განლაგება.

კალიგრაფიული ნაწილი:

შეისწავლეთ ასო-ნიშნების წერის მიმართულება.

ივარჯიშეთ ხელწერაში ცალკეული, მკრთალი ასოების და სრული სიტყვების გაწერა-გამუქებით. იქვე, ცარიელ ხაზებზე დამოუკიდებლად წერეთ ასოებიც და სიტყვებიც. ისევე როგორც თავდაპირველ, ინგლისურენოვან გამოცემაში, ამ რედაქციაშიც ქართულ სიტყვებს ახლავს ინგლისური თარგმანი.

მხედრული ანბანის ბევრი ასოს გადაბმაა შესაძლებელი და აუცილებლად უნდა დაეუფლოთ ამ ტექნიკას, რაც წერის სისწრაფეს საგრძნობლად ზრდის და ხელნაწერსაც სილამაზეს მატებს.

დიდი ზომის ასო-ნიშნებს, რომლებშიც ხაზები, მრუდები, ან წრეებია ჩახატული, ჯერ შავი ფანქრით გაუმუქეთ კონტურები, შემდეგ კი ფერადი ფანქრებით შეუვსეთ შიდა, თეთრი ფონები. ეს სავარჯიშო მხოლოდ გასართობი არ არის, არამედ ბავშვებსაც და უფროსებსაც სრულყოფილი შტრიხების გავლებაში დაეხმარება. მომავალ კალიგრაფს კი, ასეთი პრაქტიკა დეკორატიული საზედაო ასოების ხატვისას გამოადგება.

დასკვნითი სავარჯიშოები:

ყურადღებით წაიკითხეთ დაბეჭდილი წინადადებები და გადაწერეთ ტექსტები თქვენი კალიგრაფიით. მარტივი წინადადებები მოგითხრობთ საქართველოსა და მის მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებზე.

გააფორმეთ თქვენი ხელნაწერები ქართული ვაზის ორნამენტების მკრთალი კონტურების გაწერა-გამუქებით.

როგორც საგამოცდო დავალება ამ სახელმძღვანელოს ბოლოს, გადაწერეთ დიდი ქართველი მწერლების სტროფები ლამაზი ხელწერით და შექმენით საკუთარი კალიგრაფიული შედევრები.

ვიდეო
© 2023 Chaganava Studio. All rights reserved.