www.chaganava.com
პროდუქცია

სარეკლამო სერვისი

სკოლა-სტუდია

კომპიუტერული შემოქმედების, გრაფიკული და ვებ დიზაინის პროფესიონალური სასწავლო კურსი ჩვენს სკოლა-სტუდიაში

ვრცლად >>>


თბილისში უფასოდ მოწოდებისათვის პროდუქცია დაუკვეთეთ უშუალოდ სტუდიას. პროდუქცია მოგეწოდებათ სასაქონლო ზედნადებთან ერთად (ანგარიშსწორება ნებისმირი). ტელ: 327509; 319108; 899 953073


New Fonts by Chaganava Studio

კომპიუტერული შემოქმედებისა და დიზაინის სკოლა-სტუდია

კომპიუტერული შემოქმედება შეიძლება ჩაითვალოს როგორც ძირითად, ასევე დამატებით პროფესიად, რადგანაც გრაფიკული და ვებ დიზაინის შესწავლა, კომპიუტერული ტექნოლოგიების უფრო სრულყოფილად ათვისება, გამოადგება ნებისმიერი განათლების ადამიანს თუნდაც საკუთარ, პროფესიულ საქმიანობაში.

კომპიუტერული შემოქმედება ბიზნესის ფართო სივრცეს ხსნის ნიჭიერი ადამიანებისათვის. კომპიუტერული შემოქმედებისათვის არ არსებობს საზღვრები. პროფესიონალ დიზაინერს შეუძლია იმუშაოს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მასშტაბით. შეუძლია იყოს დამოუკიდებელი და აწარმოოს საკუთარი ბიზნესი. მიიღოს და შეასრულოს დაკვეთა, შექმნას საკუთარი პროდუქცია და რეალიზაცია მოახდინოს მთელ მსოფლიოში. ჰქონდეს საქმიანი საერთაშორისო ურთიერთობები სამშობლოდან გაუსვლელად. დღევანდელ ვითარებაში, ასეთი ცოდნის დაუფლება თავდაჯერებას, ხასიათის სიმტკიცეს და საქმის ერთპიროვნულად მართვის უნარს შესძენს ჩვენს ახალგაზრდობას.

კომპიუტერული შემოქმედების, გრაფიკული და ვებ დიზაინის პროფესიონალური სასწავლო კურსი ჩვენს სკოლა-სტუდიაში

მიზანი:

საჭირო პროგრამების სრულად შესწავლა იმ დონემდე, რომ გრაფიკული დიზაინის სამუშაო ჩატარდეს და მატერიალური ღირებულების მქონე ციფრული პროდუქტი შეიქმნას. კომპიუტერთან მუშაობის სწრაფი, მიზნობრივი და რეზულტატ-ორიენტირებადი უნარ-ჩვევების გამომუშავება. კრიტიკულ სიტუაციებში სისტემის დამოუკიდებლად გამართვის, გამოუვალ შემთვევაში კი მყარი დისკის ფორმატირებისა და პროგრამების ინსტალაცია-დეინსტალაციის თავისებურებების საფუძვლიანი ცოდნა. ინტერნეტით შედეგიანი ძიების და საჭირო მასალის მოპოვების გამოცდილება.

საშუალებები:

ჯგუფური კურსი ინდივიდუალური კურსი
ჯგუფურ მეცადინეობაზე მოსწავლეები შეისწავლიან სარეკლამო და საგამომცემლო საქმეს: გრაფიკულ და ვებ დიზაინს, ტიპოგრაფული გამოცემების, ვებ-საიტისა და ელექტრონული წიგნების მომზადებას. სრულყოფილად აითვისებენ მთავარ პროგრამებს: Corel, Flash, Dreamweaver და სხვა დამხმარე უტილიტებს. ინდივიდუალურ მეცადინეობაზე მოსწავლეს მეტი დრო ეთმობა, რის გამოც უფრო სრულყოფილად დაეუფლება პროფესიას და დამატებით შეისწავლის: აუდიო და ვიდეო ფაილების მონტაჟს. სარეკლამო კლიპებისა და ანიმაციის შექმნას. ინტერნეტით პროდუქციის რეალიზაციას და ელექტრონული კომერციის სხვა სახეობებს.

გაკვეთილის ღირებულება: 10 ლარი.

ხანგრძლივობა: 2 საათი.

დასწრება 2-3 ჯერ კვირაში, სურვილისამებრ.

გაკვეთილის ღირებულება: 15 ლარი.

ხანგრძლივობა: 1.5 საათი.

გაკვეთილების რაოდენობა სურვილისამებრ.

შედეგები:

დაუფლებული პროფესიით კურსდამთავრებულმა უნდა შეძლოს კომერციული დაკვეთების შესრულება, მიიღოს სარგებელი მომსახურეობისათვის და ამასთანავე დამოუკიდებლად აწარმოოს საკუთარი პროდუქცია ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრისათვის.


დაგაინტერესებთ

Modern Times - mp3 album by Levan Chaganava

აუდიო ალბომი - "თანამედროვე დროება" - ფონური მუსიკის კომპოზიციები ფილმებისათვის

Georgian manuscripts - Prayers

კალიგრაფიული ნამუშევრები - ლოცვანი და ფსალმუნნი

manuscript book cover - abdulmesiani

ხელნაწერი წიგნი - აბდულმესიანი


Lasha Kintsurashvili - orthodox icons

ჯგუფის გალერეა - მართლამდიდებლური ხატები, ფრესკები და მინიატურები

Lasha KintsuraSvili - artworks

ჯგუფის გალერეა - ფერწერა, გრაფიკა და ილუსტრაცია

© 2005-2010 Chaganava Studio